“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. როგორც ვიცით, პრემიერ-მინისტრი ახორციელებს ინტენსიურ კონსულტაციებს და რეგულარულ შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მათ ვაცნობთ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას, ჩვენს სამომავლო გეგმებს, რომელიც უკაშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და იქნება ძალიან გულწრფელი მსჯელობა ამ საკითხებზე”, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილმა.
პეტრიაშვილი ასევე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გუშინდელ ინიციატივას, რომლის შესახებაც ვანო მერაბიშვილმა ისაუბრა და რომელიც ეხება 19 აპრილს მიტინგის გამართვას საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ურყეობის მხარდასაჭერად.
“ლოგიკას არ ექვემდებარება, მაგრამ ნება მათია. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას, რომ აქცია ჩატარდეს მშვიდობიანად. დანარჩენი – შემიძლია ჩემი კაბინეტიც დვუთმო, თუ შეიკრიბებიან, რომ დასხდნენ და იმსჯელონ”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.





