“გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა, დავიცვათ კონსტიტუცია და გავმართოთ დიალოგი საქართველოს პარლამენტში. დიალოგი არის საუბარი მხარეებს შორის. პრეზიდენტს სურს ისაუბროს და მოისმინოს პარლამენტის წევრთა მოსაზრებები.
ჩვენთვის გაუგებარია, თუ რატომ არ ეძლევა პრეზიდნეტს სიტყვით გამოსვლის საშუალება პარლამენტში. თუ პარლამენტს საუბარიც არ სურს, როგორ შედგება დიგლოგი? პარლამენტის თავჯდომარის სიტყვების მიღმა, სამწუხაროდ, იკითხება ერთადერთი რამ, უარი დიალოგზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ პარლამენტი ამ საკიხთს დაუბრუნდება და მისცემს საშუალებას საქართველოს პრეზიდენტს, კონტიტუციის შესაბამისად, პარლამენტიდან მიმართოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს და საზოგადოებას,”- განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 21 თებერვალს ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც თხოვნით მიმართავს პარლამენტს, უზრუნველყოს მან საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის დაცვა და დანიშნოს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის თარიღი.
პრეზიდენტის განცხადებს დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა.
“მინდა გაცნობოთ, რომ თქვენ გექნებათ პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართვის გაკეთების საშუალება, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსკენ, როდესაც ჩვენ დავასრულებთ სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას.”