ოფიციალურ ვახშამს ესწრებოდნენ: კონგრესმენი კალიფორნიის შტატიდან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის, აზიისა და ახლადშექმნილი საფრთხეების ქვეკომიტეტის წარმომადგენელი დანა რორბახერი მეუღლესთან, რონდა რორბახერთან ერთად; ბრაიან ჰიგინსი – ნიუ იორკის შტატის წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, კონტრ–ტერორიზმისა და დაზვერვის ქვეკომიტეტის, ასევე, წარმომადგენელთა პალატის უშიშროების კომიტეტის წევრი; ტედ პო – წარმომადგენელი ტეხასის შტატიდან, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი; პოლ კუკი – კალიფორნიის შტატის წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი მეუღლესთან, ჯინ კუკისთან ერთად ; პოლ ბერკოვიცი, საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის, აზიისა და ახლადშექმნილი საფრთხეების ქვეკომიტეტის წევრი; ჯესპერ პედერსენი – საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის და აზიის საკითხთა ქვეკომიტეტის თანამშრომელი.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ვახშამზე ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოში არსებული ვითარება და მთავრობის პრიორიტეტები გააცნო.
“თავის მხრივ კონგრესმენებმა ახლად არჩეულ მთავრობას წარმატებები უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.”