ახალი ამბები

დანა რორაბაქერი: კარგად ვიცით განსხვავებები და სირთულეები, რომელიც ახლავს კოჰაბიტაციას

21 თებერვალი, 2013 •
დანა რორაბაქერი: კარგად ვიცით განსხვავებები და სირთულეები, რომელიც ახლავს კოჰაბიტაციას

“იყო საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრა და საუბარი. საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა და აშშ–ის კარგი პარტნიორი” 

 

დანა რორაბაქერის ამბობს, რომ კოჰაბიტაციის რეჟიმში ქვეყნის მართვა რთულია:”კარგად ვიცით განსხვავებები და სირთულეები, რომელიც ახლავს კოჰაბიტაციას. ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად იციან, რომ დემოკრატია არ არის მმართველობის ყველაზე მარტივი ფორმა, მაგრამ ნამდვილად ყველაზე ზნეობრივი და სწორი ფორმაა.  ჩვენს ქვეყანაში ხშირად არის პრობლემები “დემოკრატებსა” და “რესპუბლიკელებს” შორის ურთიერთობებში. ჩვენ ნამდვილად სრული წარმოდგენა გვაქვს იმ სირთულეებზე, რომელიც შეიძლება ახლდეს დემოკრატიულ პროცესებს, მაგრამ ვუსურვებდით საქართველოს წარმატებას იმ გზაზე, რომელზეც დგას”. 

 

ამერიკელმა პოლიტიკოსმა საქართველოს მოსახლეობას უსურვა, რომ მომავალში არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი: “თქვენ უკანასკნელ ორ ათწლეულში გამოსცადეთ კონფლიქტები და გისურვებთ, რომ ეს კონფლიქტები მშვიდობიანად მოგვარდეს”. 

კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი საქართვლოში 20 თებერვალს დაიწყო და 23 თებერვალს დასრულდება. მასში შედიან წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები- ბრაიან ჰიგინსი, ტედ პო და პოლ კუკი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი