ახალი ამბები

ნაცმოძრაობა 19 აპრილს მიტინგს გეგმავს

21 თებერვალი, 2013 •
ნაცმოძრაობა 19 აპრილს მიტინგს გეგმავს

მერაბიშვილის თქმით, ამ შეკრების მიზანია, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაანახოს, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი პატრიოტი, რომლებისთვისაც სულერთი არ არის საქართველოს მომავალი და რომლებსაც არ სურთ უკან დაბრუნება. 

 

მისი თქმით, აქცია  19 აპრილს, 16.00 საათზე გაიმართება.

 

აქციამდე ნაციონალური მოძრაობა აპირებს ჩავიდეს ყველა რეგიონში,  შეხვდეს მოსახლეობას, მოუსმინოს მათ და მოიწვიოს აქციაზე. მერაბიშვილის თქმით, ისინი ასევე შეხვდებიან მოქალაქეებს  თბილისში, ყველა უბანში.

 

“საქართველო ძალიან ხშირად იდგა გზაჯვარედინზე. სამწუხაროდ, საქართველო დღესაც დგას ამ გზაჯვარედინზე. საქართველოს ხელისუფლების ბუნდოვანი პოზიცია ამ საკითხზე ჩვენ გვაძლევს საფუძველს, რომ კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი შევიკრიბოთ და მთავრობას ვუთხრათ, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპული გზა და ჩვენი მომავალი არ არის უკან, რუსეთთან დაბრუნება”, – განაცხადა მერაბიშვილმა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ გეგმავენ მიტინგს.

 

მოქმედი კანონმდებლობით პრეზიდენტს აპრილიდან აქვს უფლება, დაითხოვოს საქართველოს მთავრობა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი