ახალი ამბები

საქართველოში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი თბილისშია [ინფოგრაფიკა]

25 მაისი, 2017 •
საქართველოში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი თბილისშია [ინფოგრაფიკა]

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი თბილისშია.

საქსტატის ცნობით, 2016 წელს უმუშევრობა ყველაზე მეტად გაიზარდა იმერეთის, თბილისისა და შიდა ქართლისა რეგიონებში. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე  ყველაზე  მაღალია, აღნიშნული  მაჩვენებელი  0.6%-ით არის გაზრდილი,  ხოლო  იმერეთისა  და  შიდა  ქართლის  რეგიონებში,  შესაბამისად,  2.0% და  0.2%.

საქსტატის ცნობით, უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2.5%-ით და 2.1%-ით.

მასალების გადაბეჭდვის წესი