დღეს მე-12 კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები გამოცდები დასრულდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მე-12 კლასის მოსწავლეების 15%-მა მათემატიკის გამოცდა ვერ ჩააბარა. დაახლოებით ამდენივე ჩაიჭრა უცხოური ენების გამოცდაშიც, რომელშიც ბარიერი გადალახა მოსწავლეთა დაახლოებით 85%-მა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩააბარა მოსწავლეთა 97%-ზე მეტმა. ისტორიაში მინიმალური ზღვარი გადალახა მოსწავლეთა დაახლოებით 95%-მა.

ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებს NAEC მოგვიანებით გამოქვეყნებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *