ახალი ამბები

საქართველოს რამდენიმე ქალაქში 20-მდე ზებრა-გადასასვლელი მოხატეს

23 მაისი, 2017 •
საქართველოს რამდენიმე ქალაქში 20-მდე ზებრა-გადასასვლელი მოხატეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 20-მდე ზებრა-გადასასვლელი მოიხატა.

გადასასვლელებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის სლოგანები, საგზაო ნიშნები და სხვადასხვა ფიგურებია გამოსახული.

კამპანიის ფარგლებში ბათუმში, გორსა და რუსთავში მოიხაზა 2-2 ზებრა, ახალციხეში – 1, ქუთაისში – 3, ზუგდიდსა და ფოთში – 4, მცხეთაში – 1, რუსთავში – 2 , ოზურგეთში კი 1 გადასასვლელი.

სამინისტროს ცნობით, კამპანიას – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები: მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, მხატვრები, სტუდენტები და მოსწავლეები შეუერთდნენ.

შსს-ს აქციის მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი