ნეტგაზეთი | ცხინვალში არასამთავრობოებს აფრთხილებენ, საზღვარგარეთ “რესპუბლიკის ინტერესები” გაახმიანონ ცხინვალში არასამთავრობოებს აფრთხილებენ, საზღვარგარეთ “რესპუბლიკის ინტერესები” გაახმიანონ – Netgazeti
RU | GE  

ცხინვალში არასამთავრობოებს აფრთხილებენ, საზღვარგარეთ “რესპუბლიკის ინტერესები” გაახმიანონ

“სამხრეთ ოსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებმა რესპუბლიკიდან გასვლის დროს იმ სახელმწიფოების პოზიციები უნდა გაახმიანონ და დაიცვან, რომელსაც ისინი წარმოადგენენ და არ უნდა გაიყიდონ ფულზე”, – განაცხადა პრესკონფერენციის დროს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშიროების კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ შარგაევმა.

“თუ ადამიანი მიდის საზღვარგარეთ, მაშინ კეთილი ინებოს და მოამზადოს ანგარიში, დაიცვას საკუთარი რესპუბლიკის ინტერესები და არა ევროპული მწვანე რუბლი აითვისოს. თუკი ასეთ შესაძლებლობას გაძლევენ, უნდა წახვიდე, მაგრამ საჭიროა იმ ქვეყნის პოზიცია გაახმოვანო, რომელსაც წარმოადგენ და არა დაეთანხმო იმას, რაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში მოდის”.

ასევე, შარგაევმა თქვა, რომ თუკი ვინმეს სურს “არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით გავიდეს ქვეყნიდან, სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმის კურსში უნდა ჩააყენოს”.

“ქვეყნიდან უნდა გადიოდნენ საკუთარი ქვეყნის პატრიოტები და არა გამყიდველი ხალხი”.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არასამთავრობო ორგანიზაციებს პრობლემები რამდენიმე წლის წინაც შეექმნათ. დე ფაქტო ხელისუფლების ზეწოლის გამო რამდენიმე მათგანმა თვითლიკვიდაციის შესახებ განაცხადა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი