ახალი ამბები

ლაშა თორდია: მინდა ვთხოვო პარლამენტს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია

22 მაისი, 2017 •
ლაშა თორდია: მინდა ვთხოვო პარლამენტს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია

გენერალური აუდიტორი პარლამენტს სთხოვს, მისი ცემის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამის შესახებ ლაშა თორდიამ დღეს, 22 მაისს განაცხადა.

ლაშა თორდიას თქმით, შს სამინსიტრო დაინტერესებული მხარეა და ისეთ კადრებს ასაჯაროებს, რომელშიც დაპირისპირების დეტალები კარგად არ ჩანს:

“მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რადგან ჩემთვის შეუძლებელია დავამტკიცო სიმართლე. ამ ვიდეოში ყველა ნათლად ხედავს, რასაც აკეთებენ ეს ადამიანები. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა სპეციალურად ისეთი კადრების დემონსტრირებას ახდენენ, რომლებიც კითხვის ნიშნებს აჩენს, თუ ვინ იყო პირველი თავდამსხმელი.”

მისივე თქმით, არსებობს  სხვა კადრებიც, რომლებიც უფრო კარგად და ნათლად ასახავს სიტუაციას:

“ამ დაწესებულებაში არის ბევრი კამერა, რომელიც ძალიან ახლო ხედით წარმოაჩენს, თუ რა მოხდა იქ. მოვითხოვ, ეს კადრები გასაჯაროვდეს. ამ კადრებით საზოგადოება ნახავს, თუ ვინ იყო თავდამსხმელი,” – აღნიშნა თორდიამ.

დღეს, 22 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფაცხალაძესა და მთავარ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.

გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ 13 მაისს, გამთენიისას ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სხემეს. შსს-მ გამოძიება იმავე დღეს, 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ოთარ ფარცხალაძე გამოძიებამ 5 დღის შემდეგ, 17 მაისს დაკითხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი