სახალხო დამცველის, უჩა ნანაუაშვილის განცხადებით, თორდია-ფარცხალაძის საქმეზე დაგვიანებით დაიკითხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
“შენიშვნები, რა თქმა უნდა, გვქონდა, თუნდაც ის, რომ საკმაოდ დაგვიანებით მოხდა უშუალოდ ფარცხალაძის დაკითხვა, რამდენიმე დღის შემდეგ. მაშინ, როდესაც დაზარალებული პირდპირ მიუთითებდა მის გვარს და სწორედ ის უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი, ვისი დაკითხვაც უნდა მომხდარიყო. თუ უახლოესი დღეების განმავლობაში არ იქნება ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული, რა თქმა უნდა, ალტერნატივა რჩება სხვა ფორმატში საქმის შესწავლის აუცილებლობა და ერთ-ერთი ასეთი ფორმა არის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა,”- განცხადა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ 13 მაისს, გამთენიისას ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სცემეს. შსს-მ გამოძიება იმავე დღეს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ოთარ ფარცხალაძე გამოძიებამ 5 დღის შემდეგ, 17 მაისს დაკითხა.