თბილისის მერი დავთ ნარმანია ჟურნალისტებთან საუბრისას ადასტურებს იმფორაციას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება.

ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილება თუ არა გენერალური აუდიტორის პოსტზე მისი კანდიდატურა, დავით ნარმანია პასუხობს:

“კონსულტაციები მიმდინარებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის არის არჩევნებთან დაკავშრირებული საკითხი. როგორც კი დასრულდება კონსულტაციები, აუცილებლად გაიგებთ ამის შესახებ. რამდენიმე ვერსია განიხილება. მათ შოორის განიხილება ეს ვერსიაც,”- აცხადებს დავით ნარმანია.

კანონის თანახმად, გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

ამჟამად ეს პოსტი ლაშა თორდიას უკავია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 25 ივლისს ეწურება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *