ხმალაძის თქმით, ვისაც ნებისყოფა არ აქვს, ტელევიზიაში სასაუბროდ არ უნდა მივიდეს: “პროვოცირების მიუხედავად, პარლამენტის
წევრებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი თავშეკავება და ნებისყოფა იმისა, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს და საზოგადოებას არ ანახონ ის, რაც ყველა ჩვენგანმა ვიხილეთ. მე არ ვარ მოსამართლე, რომ განვსაჯო, ვის მეტი ბრალი მიუძღვის ამაში. მე ჩემი მოსაზრება მაქვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისაც არა აქვს იმის განცდა, რომ შეუძლია არ აყვეს პროვოცირებას, მაშინ ის არ უნდა დაჯდეს სასაუბროდ იმასთან, ვისგანაც მოსალოდნელია პროვოცირება.”
ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინციდენტი დეპუტატისთვის უფლებამოსლების შეჩერების საფუძველს არ იძლევა:
“მე არ მიმაჩნია ასე. შეიძლება ვიღაცას მიაჩნია და თუ იქნება ამაზე საუბარი, მე იქ ვიტყვი ჩემს მოსაზრებას და არა აქ, თქვენთან”.
შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა, კობა დავითაშვილმა და სერგო რატიანმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, გადაცემა “არგუმენტებში” ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოგვიანებით დავითაშვილმა “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში უკმაყოფილება გამოხატა გამოძიების მიმართ იმის გამო, რომ ამ დრომდე ვერ მოახერხა საგამოძიებო უწყებებმა რეზონანსულ საქმეებზე თავიანთი დასკვნების დადება. მან ასევე წყენა გამოხატა იმის გამო, რომ თანაგუნდელებმა პირდაპირ ეთერში მომხდარი ჩხუბის განმო გააკრიტიკეს.
