ახალი ამბები

შსს: ცნობილია, ვინ ისროლა ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე

20 მაისი, 2017 • 3074
შსს: ცნობილია, ვინ ისროლა ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ღამით, ინფექციური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე სროლაში, რამაც საავადმყოფოს ფანჯრის დაზიანება გამოიწვია, ბრალდებულის ვინაობა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა. უწყების ცნობით, ბრალდებულის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, სადაც სამართალდამცავებმა რეგისტრირებული ცეცხლსასროლი რევოლვერი და მისთვის განკუთვნილი ვაზნები იპოვეს:

“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაადგინეს იმ პირის ვინაობა, რომელმაც 19 მაისს თბილისში, ალ. ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. სროლის შედეგად კლინიკის მე-3 სართულზე არსებული პალატის ფანჯარა დაზიანდა. სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაუყოვნებლივ ჩაატარეს აღნიშნული პირის ბინის ჩხრეკა, საიდანაც რეგისტრირებული ცეცხლსასროლი რევოლვერი და ამავე რევოლვერისთვის განკუთვნილი „გეკოს“ ვაზნები ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება გრძელდება ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით)” – უთხრეს “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი