ახალი ამბები

მერია ე.წ. დაკიდული ხიდის საჭიროებაზე საუბრობს

18 თებერვალი, 2013 •
მერია ე.წ. დაკიდული ხიდის საჭიროებაზე საუბრობს

მერია ფონდს სთავაზობს, ხიდის საჭიროების საკითხები მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილოს:

 

“დღეს არსებული მდგომარეობით “ვეფხისა და მოყმის” ძეგლთან მუდმივად არსებობს საცობები. ხიდის აშენების შემდეგ კი მოძრაობა ორ დონეზე შუქნიშნის გარეშე განხორციელდებოდა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყვეტად გადაადგილებას უზრუნველყოფდა, ასევე განიტვირთებოდა მოძრაობა წერეთლის გამზირსა და ქუთაისის ქუჩაზე”, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ) აღარ განახორციელებს რამდენიმე მასშტაბურ პროექტს, რომელიც გასულ წელს დაიგეგმა, რადგან მთავრობა მათ მიზანშეუწონლად მიიჩნევს:

 

“ფონდში აცხადებენ, რომ შესაბამისი კვლევების  ჩატარების საფუძველზე დაადგინეს, რომ თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის  ქუჩის  დამაკავშირებელი  ე.წ. დაკიდული  ხიდის აგებით ტერიტორიაზე არსებული  საცობის  მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება, რის გამოც, ფონდის გადაწყვეტილებით, ეს ხიდი აღარ აიგება”, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი