რამდენიმე საათის წინ მოსული სეტყვის შედეგად გორის მიმდებარე რამდენიმე სოფელი დაზარალდა, მათ შორის ორი სოფელს, ვარიანსა და არაშენდას, შედარებით დიდი ზარალი მიადგა.
გორის გამგეობის სახოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ სეტყვის შედეგად მეტწილად ბოსტნეულის ჩითილები დაზიანდა. გამგეობაში ამ დროისთვის არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, დაზღვეული ჰქონდათ თუ არა მოსავალი ამ სოფლების მაცხოვრებლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობა 21 მაისამდე გაგრძელდება.