ახალი ამბები

ღარიბაშვილი: დაზარალებულმა უარყო კურტანიძესთან პირადი გარჩევა

18 თებერვალი, 2013 •
ღარიბაშვილი: დაზარალებულმა უარყო კურტანიძესთან პირადი გარჩევა

“რაც შეეხება კურტანიძის მიერ ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლის ცემის ფაქტს, ამაზე უფრო დეტალურად მთავარი პროკურორი

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მოგახსენებთ. ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. ჩემი ინფორმაციით, დაიკითხა დაზარალებული და მან უარყო მსგავსი ფაქტი და პირადი გარჩევა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაცის ვიცე–პრეზიდნეტმა თემურ ყაზარაშვილმა რამდენიმე კვირის წინ ლუკა კურტანიძე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება. არასამთავობო ორგანიზაციების ნაწილმა კი ლუკა კურტანიძის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს კიდევ ერთხელ გამოემხაურა სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის, თენგიზ გუნაავს პირველად დაკავების ფაქტს. მინისტრის თქმით, გენინსპექციის დასკვნის საფუძველზე ამ საქმესთან დაკავშირებით სამსახურიდან დაითხოვეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის 6 თანამშრომელი, თუმცა გამოძიება ჯერ არ დაუსრულებია იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. თენგიზ გუნავამ მაშინ პოლიციელები იარაღის ჩადებასა და ნარკოტიკის იძულებით მიღებაში დაადანაშაულა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ შიდა მოკვლევის შედეგად არ დადსტურდა დაკითხვისას ჯაზმენ ბექა გოჩიაშვილზე ზეწოლის ფაქტი.

 

დღეს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული შეხვედრა, სადაც არასამთავრობოებმა მთავრობის  100–დღიანი საქმიანობის შემაჯამებელი მოხსენება წარმოადგინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი