ახალი ამბები

პირველადი სამედიცინო დახმარების მომზადების კურსი სკოლის მანდატურებისთვის

18 თებერვალი, 2013
პირველადი სამედიცინო  დახმარების მომზადების კურსი სკოლის მანდატურებისთვის

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ახალ პროექტს “საქართველოს გადაუდებელი დახმარების ექიმთა კოლეჯთან” ერთად  ახორციელებს. 

 

ტრენინგების ფარგლებში სკოლის მანდატურები პრაქტიკულად შეისწავლიან, თუ როგორ უნდა აღმოუჩინონ დაზარალებულს  პირველადი დახმარება ექიმის მოსვლამდე სწორად და სწრაფად. 

 

პირველ ეტაპზე ტრენინგებს თბილისის საჯარო სკოლების მანდატურები გაივლიან, სამომავლოდ კი პროექტში საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის მანდატური ჩაერთვება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი