ახალი ამბები

“ქართული ოცნების” წალკის კოორდინატორებმა აქცია გამართეს

17 თებერვალი, 2013 •
“ქართული ოცნების”  წალკის  კოორდინატორებმა აქცია გამართეს

“გუშინ, ყრილობაზე, წალკის რაიონიდან მიწვეული იქნა, ის პიროვნებები, რომლებიც აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ “ქართული ოცნების” შტაბის მუშაობას წინასაარჩევნოდ. რატომღაც ეს ხალხი წარმოჩინდნენ ქართული ოცნების ლიდერებად წალკაში, ეს საზოგადოება, რომელიც აქ არის შეკრებილი არის ყველა სოფლის კოორდინატორი, რომლებიც წინაასარჩევნოდ, როცა იხსნებოდა წალკის ოფისი, წვიმის ქვეშ “ნაციონალური მოძრაობის” ტყვიების ქვეშ აქ დადგნენ და მხარი დაუჭირეს ღიად “ქართულ ოცნებას”– განაცხადა ელგუჯა სამანაძემ.

 

აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ ადამიანებს ვინც გუშინ წალკიდან ესწრებოდნენ ყრილობას შტაბში არ მიუშვებენ და ზომებს მიიღებენ. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 თებერვალს “ქართული ოცნების” ყრილობის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი დავით საგანელიძემ გააკეთა. როდესაც იგი  ყრილობის მნიშვნელობაზე საუბრობდ, ამ დროს მოვიდა ქალაქ რუსთავში მცხოვრები ქალბატონი, ეთერი მამაცაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ პარტიის ყრილობაზე ვერ შევიდა, როდესაც ყრილობას პარტიის არაწევრი სტუმრებიც ესწრებიან. 

 

“მინდა მივმართო ბატონ ბიძინას, მაშინ, როდესაც რუსთავი რჩებოდა უოფისოდ, თებერვალში და მარტში, როდესაც იყო დაჭერები, იყო შიშის სინდრომი, მე ქართულ ოცნებას ვუშოვე ოფისი. დღეს მე არ მიშვებენ პარტიის ყრილობაზე, მაგრამ უპარტიო ხალხი, როგორიცაა ელზა ლეკვეიშვილი და სხვა არიან ყრილობაზე. მე და ჩემნაირები, რომლებიც ნამდვილად ვართ ქართული ოცნების წევრები ვართ ქუჩაში”– განაცხადა ეთერ მამაცაშვილმა. 

 

დავით საგანელიძის  თქმით,  2100 კაციანი დარბაზი ყველას ვერ დაიტევს და ბოდიში მოუხადა ყველა მსურველს, რომელიც პარტიის ყრილობას ვერ ესწრება.  .

მასალების გადაბეჭდვის წესი