ახალი ამბები

კვლევის მიხედვით საატესტატო გამოცდებს მასწავლებელთა 71.4 % დადებითად აფასებს

17 თებერვალი, 2013 •
კვლევის მიხედვით საატესტატო გამოცდებს მასწავლებელთა 71.4 % დადებითად აფასებს

საქართველოს  კერძო/სახელმწიფო სკოლებში მასწავლებლებზე არსებული და მომავალში მოსალოდნელი მოთხოვნის განსაზღვრა,  5 წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემები, მასწავლებელთა სერთიფიცირების მიმართ დამოკიდებულება, პროფესიული განვითარების სქემისადმი მასწავლებლის დამოკიდებულება ის მიმართულებებია, რომელსაც კვლევა მოიცავდა.

 

კვლევის მიხედვით, 2010 წლიდან მოქმედი მასწავლებელთა სერტიფიცირების მიმართ პედაგოგთა დამოკიდებულება არაერთგვაროვანია:

 

გამოკითხულთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მასწავლებელთა მიმდინარე სერტიფიცირება დროული და აუცილებელია, მეორე ნაწილის აზრით სერტიფიცირების პროცესის დაწყება 2010 წლიდან დაგვიანებული იყო, ზოგიერთი მათგანი კი, აღიარებს სერთფიცირების საჭიროებას, თუმცა არა ამ ეტაპზე.

 

გამოკითხულ მასწავლებელთა 86.3% აღნიშნავს, რომ ესწრებოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ ტრენინგებს, ხოლო პედაგოგთა 40%-მდე – პროვაიდერი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს. ტრენინგების შეფასებები, ორივე შემთხვევაში, დადებითია.

 

ზოგადი განათლების სფეროში გატარებული რეფორმების მიმართ პედაგოგთების დამოკიდებულებამ აჩვენა, რომ მათი უმრავლესობა (71.4%) დადებითადაა განწყობილი. მასწავლებელთა გამოკვეთილად დადებით შეფასებას იმსახურებს შემდეგი რეფორმისტული ცვლილებები:

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგები (81.2%); ერთიანი საატესტატო გამოცდების შემოღება (77.5%);  მასწავლებლის, მოსწავლისა და სკოლის ადმინისტრაციი სქცევის კოდექსი (71%).

 

5 წლის ბავშვების სკოლაში მიღებასთან დაკავშირებით, კვლევის ფარგლებში  ორი ალტერნატიული მიდგომა გამოიყო: პირველი, 5 წლის ბავშვების მიღების ეს პრაქტიკა დარჩეს, მაგრამ ამისათვის საჭიროა გარკვეული ცვლილებების განხორციელება: (სკოლამდელი აღზრდის სისტემის გამართვა, 5 წლის მოსწავლეების საკლასო ოთახების ინფრასტრუქტურის ადაპტირება მათ თავისებურებებზე, ბავშვების სკოლისათვის მზაობის შემოწმების სისტემის შექმნა და სხვ.)

 

მეორე, 5 წლიანი ბავშვების მიღების ეს პრაქტიკა დროებით შეჩერდეს და დაიწყოს სამომავლო მზადება. ამისათვის უნდა განხორციელდეს იგივე საქმიანობა, თუმცა ეტაპობრივად და 5 წლის მოსწავლეთა მიღების პრაქტიკა უნდა დაინერგოს მაშინ, როდესაც მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდება.

 

კვლევა მასწავლებელთა პროფესიული გნვითარების ეროვნული ცენტრის დაკვეთით განხორციელდა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი