ახალი ამბები

კვლევის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი უსიყვარულო ქვეყანაა

17 თებერვალი, 2013 •
კვლევის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი უსიყვარულო ქვეყანაა

პარიზი და რომი, შესაძლოა, ყველაზე რომანტიკულ ქალაქებად მოიაზრებიან, თუმცა, გალაპის კვლევით, სადაც ქვეყნები სიყვარულის მიხედვითაა რანჟირებული, ფილიპინებში ყველაზე მეტი სიყვარულია. საქართველო კი იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ადამიანები ყველაზე ნაკლებად განიცდიან სიყვარულს ყოველდღიურად.

2006–2007 წლებში გალაპმა გამოკითხვა 136 ქვეყანაში ჩაატარა, რათა დაედგინა, რა დოზითაა სიყვარული მოქალაქეთა ცხოვრებაში. “გრძნობთ თუ არა სიყვარულს ბევრჯერ ყოველდღიურად?” – ეკითხებოდნენს კვლევის მონაწილეებს და პასუხების მიხედვით განისაზღვრა ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტად და ნაკლებად განიცდიან სიყვარულს.

136 ქვეყნიდან საქართველო აღნიშნულ კვლევაში 132-ე ადგილზეა. ზემოაღნიშნულ შეკითხვას 43% დაეთანხმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი