ახალი ამბებიფოტო

როგორ ემზადებოდნენ ლგბტქი აქტივისტები 17 მაისის აქციისთვის – ფოტოამბავი

17 მაისი, 2017 • 8573
როგორ ემზადებოდნენ ლგბტქი აქტივისტები 17 მაისის აქციისთვის – ფოტოამბავი

17 მაისის, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავი აქციის დასაგეგმად  ლგბტქი ადამიანების უფლებების დამცველები და აქტივისტები შეიკრიბნენ.

იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ემზადება კონსტიტუციაში ქორწინების, როგორ ქალისა და კაცის თანაცხოვრების განსასაზღვრად, მაღალია მოსახლეობის ჰომოფობიური განწყობები  და 17 მაისს საპატრიარქო მრევლთან ერთად ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს ქუჩაში მსვლელობით, აქტივისტებისთვის 17 მაისის აღნიშვნა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

16 მაისს შეკრებილი საორგანიზაციო ჯგუფის წევრები დამოკიდებული არიან იმაზე, თუ რამდენად უზრუნველყოფს პოლიცია მათ უსაფრთხოებას. მათ წინასწარ საჯაროდ არ დაუანონსებიათ აქცია, სოციალურ ქსელ “ფეისბუკზე” შექმნეს დახურული ჯგუფი, სადაც მოიწვიეს ნაცნობები, რომლებსაც შეეძლოთ აქციაში მონაწილეობის მიღება.

აქციაში მონაწილეობის მსურველებისათვის სპეციალური სარეგისტრაციო ფორმაც შექმნეს, ხოლო დარეგისტრირებულები მათივე ნაცნობობის მიხედვით შეარჩიეს იმ მიზნით, რომ აქციის მონაწილეებს შორის არ მოხვედრილიყვნენ ჰომოფობიურად განწყობილი პირები და დაცულიყო აქციის სხვა მონაწილეების უსაფრთხოება.

2013 წლის 17 მაისის შემდეგ, როდესაც ლგბტქი აქტივისტებს მრევლის რამდენიმე ათეულ ათასიანმა კონტრაქციამ არ მისცა საშუალება, ჰომოფობიის საწინააღმდეგო გზავნილები გაევრცელებინათ, აქტივისტები შიშობენ, რომ წელსაც შეიძლება მსგავსი განმეორდეს, ამიტომ მათ დანაწილებული აქვთ აქციის ყველა მონაწილე, რათა მათი აქციაზე მისვლა და შინ დაბრუნება უსაფრთხოდ უზრუნველყონ.

“ნეტგაზეთი” 16 მაისს აქციის საორგანიზატორო ჯგუფის შეკრებას დაესწრო და მზადების პროცესში ფოტოები გადაიღო.

პოსტერი ჰომოფობიის წინააღმდეგ 16.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშილი

პოსტერი ჰომოფობიის წინააღმდეგ 16.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშილი

აქციის ორგანიზატორები იკრიბებიან სამსჯელოდ, თუ როგორ უნდა დაგეგმონ 17 მაისის - ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქცია 16.05.2017/ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

აქციის ორგანიზატორები იკრიბებიან სამსჯელოდ, თუ როგორ უნდა დაგეგმონ 17 მაისის – ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქცია 16.05.2017/ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

ლგბტ თემის წევრებმა და უფლებადამცვლი ორგანიზაციის წევრებმა მზადება ერთ-ერთი ორგანიზაციის ოფისში დილიდან დაიწყეს. თავდაპირველად მათ შეადგინეს იმ პირების სავარაუდო სია, ვინც ჯგუფებს კოორდინირებას გაუწევდა 16.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ლგბტ თემის წევრებმა და უფლებადამცველი ორგანიზაციის წევრებმა მზადება ერთ-ერთი ორგანიზაციის ოფისში დილიდან დაიწყეს. თავდაპირველად მათ შეადგინეს იმ პირების სავარაუდო სია, ვინც ჯგუფებს კოორდინირებას გაუწევდა 16.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია “თემიდას” აღმასრულებელი დირექტორი, კობა ბიწაძე მობილურით ათანხმებს დეტალებს შსს-ს წარმომადგენლებთან 16.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია “თემიდას” აღმასრულებელი დირექტორი, კობა ბიწაძე მობილურით ათანხმებს დეტალებს შსს-ს წარმომადგენლებთან 16.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები თანხმდებიან აქციის მონაწილეთა შეკრების სავარაუდო ლოკაციებზე, ვიდრე მათ შსს აქციის ჩატარების ადგილზე გადაიყვანთ 16.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები თანხმდებიან აქციის მონაწილეთა შეკრების სავარაუდო ლოკაციებზე, ვიდრე მათ შსს აქციის ჩატარების ადგილზე გადაიყვანს 16.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

17 მაისის აქციის ორგანიზატორებმა აქციაზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა შექმნეს. დარეგისტირება დღის 5 სათამდე იყო შესაძლებელი. ჯგუფის წევრები იღებენ ბოლო სარეგისტრაციო განაცხადებს 16.0517 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ჯუფის წევრები მსჯელობენ აქციის გზავნილებსა და პოსტერების შინაარსზე. ასევე ათანხმებენ სხვა საორგანიზაციო დეტალებს 16.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ჯუფის წევრები მსჯელობენ აქციის გზავნილებსა და პოსტერების შინაარსზე. ასევე ათანხმებენ სხვა საორგანიზაციო დეტალებს 16.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

კანცელარიის წინ აქციაზე გასაშლელად "პარტიზანული მებაღეობის" წევრი მარი ყანჩაველი ხატავს ტილოს 16.0517 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

კანცელარიის წინ აქციაზე გასაშლელად “პარტიზანული მებაღეობის” წევრი მარი ყანჩაველი ხატავს ტილოს 16.0517 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

აქციაზე გამოსატანი ბანერების დასაბეჭდად ჯგუფის წევრებს სტამბის ძიება მოუხდათ. მათი სასურველი შეკვეთის შესრულებას სტამბა ვერ ასწრებს 16.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

აქციაზე გამოსატანი ბანერების დასაბეჭდად ჯგუფის წევრებს სტამბის ძიება მოუხდათ. მათი სასურველი შეკვეთის შესრულებას სტამბა ვერ ასწრებს 16.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ამოწმებენ დარეგისტრირებულთა სიას და შლიან ყველას, ვისაც ისინი არ იცნობენ, ან მათთვის საეჭვო მონაცემები აქვს 16.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ამოწმებენ დარეგისტრირებულთა სიას და შლიან ყველას, ვისაც ისინი არ იცნობენ, ან მათთვის საეჭვო მონაცემები აქვთ 16.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

უსმენენ პარლამენტარ გია ვოლსკის შეფასებას, რომ საჯარო სივრცეში საუბარი არ გადყვეტს პრობლემებს და რომ ჰომოფობია არაა პრობლემა საქართველოში. 16.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ მეფარიშვილი

უსმენენ პარლამენტარ გია ვოლსკის შეფასებას, რომ საჯარო სივრცეში საუბარი არ გადაწყვეტს პრობლემებს და რომ ჰომოფობია არაა პრობლემა საქართველოში. 16.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ მეფარიშვილი

აქციის საორგანიზატორო ჯგუფის წევრები წერენ სლოგანებს ტრანსპარანტებზე, რომლებიცშეეხება საქართველოსი ჩადენილ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულობებს. 16.05.2017/ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები წერენ სლოგანებს ტრანსპარანტებზე, რომლებიც შეეხება საქართველოში ჩადენილ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულობებს. 16.05.2017/ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

ორგანიზატორები შეთანხმდნენ, რომ მონაწილეებს ორ ადგილას 300 არაგველისა და წერეთლის მეტროსადგურებტან შეკრბენ და ავტობუსებით ერთიანად გადაიყვანენ აქციის გამართვის ადგილამდე. 16.05.2017/ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

ორგანიზატორები შეთანხმდნენ, რომ მონაწილეებს ორ ადგილას 300 არაგველისა და წერეთლის მეტროსადგურებთან შეკრბენ და ავტობუსებით ერთიანად გადაიყვანენ აქციის გამართვის ადგილამდე. 16.05.2017/ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

"ქოლცენტრი" - ასე დაარქვეს ორგანიზატორთა იმ ჯგუფს, რომლებიც აქციაზე დარეგისტრირებულ 200-ზე მეტ ადამიანს ურეკავდნენ, რომელ ადგილას მივიდოდნენ ორი არჩეული თავშეყრის ადგილიდან. 16.05.2017/ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი. 1

“ქოლცენტრი” – ასე დაარქვეს ორგანიზატორთა იმ ჯგუფს, რომლებიც აქციაზე დარეგისტრირებულ 200-ზე მეტ ადამიანს ურეკავდნენ გასარკვევად – მოდიოდნენ თუ არა აქციაზე და სად ამჯობინებდნენ მისვლას, წერეთლის თუ 300 არაგველის მეტროსადურთან. 16.05.2017/ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი.

ხუთწუთიანი შესვენება აივანზე 16.05.2017/ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

ხუთწუთიანი შესვენება აივანზე 16.05.2017/ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

წერეთლის მეტროსთან მისული აქტივისტები პოლიციამ ჩასვა წინასწარ გამოყოფილ სამარშრუტო ავტობუსებში აქციის ადგილამდე უსაფრთხოდ მისასვლელად 17.05.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ მიხეილ მეფარიშვილი

წერეთლის მეტროსთან მისული აქტივისტები პოლიციამ ჩასვა წინასწარ გამოყოფილ სამარშრუტო ავტობუსებში აქციის ადგილამდე უსაფრთხოდ მისასვლელად 17.05.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ მიხეილ მეფარიშვილი

300 არაგველის მეტროსთან მისული აქტივისტები პოლიციამ ჩასვა წინასწარ გამოყოფილ სამარშრუტო ავტობუსებში აქციის ადგილამდე უსაფრთხოდ მისასვლელად. კოორდინატორები აქციაზე გადასაყვანი პირების სიას ამოწმებენ 17.05.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

წერეთელზე მისული აქტივისტები პოლიციამ ჩასვლა წინასწარ გამოყოფილ სამარშრუტო ავტობუსებში აქციის ადგილამდე უსაფრთხოდ მისასვლელად. 17.05.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

აქტივისტები პოლიციის ეკიპაჟების თანხლებით, წინასწარ გამოყოფილი სამარშრუტო ავტობუსებით მივიდნენ მთავრობის კანცელარიასთან 17.05.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

კანცელარიასთან ლგბტქი აქტივისტების აქციის უსაფრთხოებისთვის მობილიზებულია პოლიცია. 17.05.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

კანცელარიასთან ლგბტქი აქტივისტების აქციის უსაფრთხოებისთვის მობილიზებულია პოლიცია. 17.05.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

კანცელარიასთან ლგბტქი აქტივისტების აქციის უსაფრთხოებისთვის ავტობუსებში მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი. 17.05.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

კანცელარიასთან ლგბტქი აქტივისტების აქციის უსაფრთხოებისთვის ავტობუსებში მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი. 17.05.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი