თბილისის ნაწილსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დეტალები ზუსტდება.

“სომხეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი ალავერდი გამოირთო, რამაც გამოიწვია ეს ამბავი. დეტალები დგინდება”, – გვითხრეს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.

ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა თბილისის მეტროსაც.

“თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ  თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზს 16:15 საათზე შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება სს „თელასისგან“, რის გამოც საბურთალოს ხაზი დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს. ხაზზე მოძრავი ყველა მატარებელი მგზავრებისგან დაიცალა შესაბამის სადგურებზე. თბილისის მეტროს პირველი ხაზი (ვარკეთილი-ახმეტელის თეატრი) მუშაობას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *