ახალი ამბები

დეპუტატ რატიანის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ბრალდებულს 1000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

13 თებერვალი, 2013 •
დეპუტატ რატიანის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ბრალდებულს 1000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

გამოძიების ცნობით, 8 თებერვალს, ნიკოლოზ არაბულმა გუდიაშვილის ქუჩაზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პარლამენტის დეპუტატ სერგო რატიანს. 

 

გამოძიება აღნიშნულ საქმეზე ხულიგნობის (სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით) მუხლით მიმდინარეობს და ისჯება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

 

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთ პირს – გელა მამალაძეს, რომელიც შსს-მ დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილისა და გიგა ნასარიძის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000–ლარანი გირაო შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი