ახალი ამბები

ქუთაისში ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

13 თებერვალი, 2013 • • 1303
ქუთაისში ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

“ვანო მერაბიშვილი დაბარებულია დაკითხვაზე ხვალ 13 თებერვალს 4 საათზე ქუთაისის საოლქო პროკურატურაში (იუსტიციის სახლის უკან),  აბაშიძის ქუჩაზე. ყველა ქუთაისელს და არაქუთაისელს მოვუწოდებთ სურვილის შემთხვევაში შემოუერთდნენ ვანოს მხარდამჭერ აქციას. აქცია გაიმართება ქუთაისში, პროკურატურასთან 4 საათზე. პროტესტის ფორმა – მშვიდობიანი,”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი და ამჟამინდელი კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი და ყოფილი პრემიერი, ამჟამად კი “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაშუ დაიბარეს დასაკითხად.

 

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის ილია ჯალაღანიას თქმით, ჭიაბერაშვილი 13 თებერვალს, 12:00 საათისთვის უნდა გამოცხადდეს მათთან, ხოლო მერაბიშვილი – იმავე დღეს, 16:00 საათზე.

 

ისინი მოწმის სახით დაიკითხებიან საქმეზე, რომელიც ეხება სოციალური მომსახურების აგენტების მიერ უმუშევართა რეგისტრაციას, როდესაც შეიქმნა დასაქმების სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი