სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი დღეს, 12 თებერვალს გაიმართა.
“#8 და #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებული 21 არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ახსნა-განმარტების საფუძველზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩარატდა სამსახურებრივი მოკვლევა, რომლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ 2012-2012 წლების შუალედში არასრულწლოვანთა #11 სპეციალური დაწესებულების თანამშრომლების გიორგი ხუხიას, რამაზ კაკუშაძის, თამაზ ჯჯაჭვაძის და დიმიტრი ხარაბაძის მხრიდან სისტემატიურად ხორციელდებოდა არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
შესაბამისად, გიორგი ხუხიას, რამაზ კაკუშაძის, თამაზ ჯაჭვაძის და დიმიტრი ხარაბაძის მიმართ განხორციელებული იქნა უმკაცრესი ზომა-სისტემიდან დათხოვნა, ხოლო არსებული მასალა შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა პროკურატურას,”- აცხადებენ სამინისტროში.





