დღეს 12 თებერვალს საქართველოს ენერგეტიკის და სწყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში „ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
„საზოგადოების ინტერესი სემეკის მიმართ დიდია და აქედან გამომდინარე ჩვენ მიზანშეწონილად ვთვლით აღნინული სახის საჯარო შეხვედრები ხშირად გაიმართოს, რათა უფრო მეტი ინფორმაცია გაჟღერდეს თუ რას აკეთებს სემეკი, სად არის პრობლემები, იმისთვის რათა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა თუ მედია საშუალებებმა მიაწვდინოს მათ ხმა და ვფიქრობ რომ ანალოგიური შეხვედრები დაეხმარება სემეკს თავის საქმიანობის გაუმჯობესებაში, საზოგადოება კი მიიღებს უფრო მეტ ინფორმაციას,“- ამბობს „ქუთაისის ს აინფორმაციო ცენტრის „ თავმჯდომარე ხვიჩა ვაშაყმაძე.
შეხვედრაზე კომისიის თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა 2012 წელს განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე და 2012 წლის გეგმებზე ისაუბრა. ჩალაგაშვილის თქმით, მსგავსი შეხვედრები ყოველთვიურად გაიმართება:
„ეს გახლავთ პირველი გაფართოებული შეხვედრა. ყველა დაინტერესბული პირი ღებულობს მონაწილეობას, ყველა კითხვას რაც არსებობს კომისიასთან მიმართებაში, კომისიის ფუნქციაში, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და ეს შეხვედრები მიიღებს პერმანენტულ ხაიათს და ყოველ თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ, როცა კი იქნება მოთხოვნა სემეკი მზად იქნება შეხვდეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. „
შეხვედრაზე კომისიის თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა 2012 წელს განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე და 2013 წლის გეგმებზე ისაუბრა.








