NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა 47% პარლამენტში მაჟორიტარი კანდიდატების სისტემის შენარჩუნების მომხრეა, 28% – მოწინააღმდეგე, ხოლო – 24 პროცენტს ამ საკითხზე პოზიცია არ აქვს.

კითხვას, თქვენი აზრით, ვის უფრო კარგად ესმის მოსახლეობის საჭიროებების, მაჟორიტარული წესით თუ პროპორციული სიით არჩეულ დეპუტატს, 31% მაჟორიტარს ასახელებს, 12% – პარტიული სიით არჩეულს, 12%-ის აზრით – ეს საკითხი ორივეს თანაბრად ესმის, 29%-ის აზრით, მოსახლეობის საჭიროებების არც ერთი წესით არჩეულ პარლამენტარს არ ესმის, ხოლო 16-მა პროცენტმა პასუხი არ იცის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *