“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არ არის ის ორგანიზაცია, რომელსაც ევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ევალება საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევთა წინააღმდეგ ქმედებების განხორციელება. საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების ვალდებულება აქვს მხოლოდ პოლიციას”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს, 11 თებერვალს.

 

მისივე თქმით, სახელმწიფო დაცვის სეპციალურ სამსახურს ამ ფუნქციის შესრულების ვალდებულება 8 თებერვალს არ ჰქონდა, რადგან ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში არ იმყოფებოდა დასაცავი ობიექტი – საქართველოს პრეზიდენტი.

 

პრეზიდენტის ადმინსიტრაცია ყველას მოუწოდებს, შეწყვიტონ საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *