“გვაქვს თანამშრომლობა თურქულ და აზერბაიჯანულ მხარესთან, მე ამ კვირაში პრემიერთან ერთად მივემგზავრები თურქეთში სადაც გვექნება როგორც ზოგადად ორმხრივი სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების განხილვა, ასევე საუბარი გვექნება კონკრეტულად, თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთქმედების გეგმებზე”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისი თქმით მარტში დაგეგმილია ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანშიც, სადაც საუბარი იქნება სამხედრო თანამშრომლობის გეგმებზე:
“რეგიონში უსაფრთხოება ერთი ქვეყნის მიერ უზრუნველყოფილი ვერ იქნება, გვჭირდება რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ფორმატის ამოქმედება და საქართველო იქნება ერთ–ერთი წამყვანი ქვაკუთხედი”, – განაცხადა ალასანიამ 11 თებერვალს “მინისტრის ხედვის” პრეზენტაციისას.