ახალი ამბები

“პროტესტი გაბმული სიგნალით” – ხვალ ტყიბულში დაღუპულ მუშებს დაკრძალავენ

13 მაისი, 2017 • 2322
“პროტესტი გაბმული სიგნალით” – ხვალ ტყიბულში დაღუპულ მუშებს დაკრძალავენ

ხვალ, 14 მაისს, 14:00 საათზე ტყიბულის შახტში დაღუპულ ოთხ მაღაროელს დაკრძალავენ.

პროფკავშირი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ავტომობილების გაბმული სიგნალით გამოხატონ პროტესტი მეშახტეების დაღუპვის გამო.

პროფკავშრი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილი წლებია, მოუწოდებს ხელისუფლებას, შექმნას შრომის ეფექტური ინსპექცია, რომელიც სამუშაო ადგილზე დასაქმებულების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაიცავს.

“მოგმართავთ და გთხოვთ ყველას!!! ხვალ, 2 საათზე, მაშინ, როდესაც გმირი მეშახტეები მიწის სიღრმისკენ ამჯერად სამუდამოდ გაემართებიან, სადაც არ უნდა იყოთ, სოფლებში, ქალაქებში, დაბებში!  მანქანის გაბმული საყვირით გამოხატეთ პროტესტი ამ უსამართლობის და ენით აღუწერელი სისასტიკის მიმართ!”- ავრცელებს მიმართვას რკინიგზელთა ახალი პროფკავშრის წარმომადგენელი ილია ლეჟავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი