საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 19 წლის მ.კ და 20 წლის გ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

“მ.კ.-მ და მისმა მეგობარმა, გ.გ.-მ მიმდინარე წლის 9 აპრილს თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, მ.კ.-ს ბაბუას, 77 წლის ჯ.კ.-ს, ანგარების მიზნით, მისსავე საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, შემდეგ, დანაშაულის დასაფარად, ბინაში ხანძარი გააჩინეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ,”- აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, მ.კ. და გ.გ. თბილისში დააკავეს და ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *