ახალი ამბები

ეშტონი და ფულე ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ 8 თებერვლის მოვლენების გამო

10 თებერვალი, 2013 • • 917
ეშტონი და ფულე ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ 8 თებერვლის მოვლენების გამო

“უმაღლესი წარმომადგენელი და კომისარი შეშფოთებული არიან “ქართულ ოცნებასა” და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შორის ძალაუფლების განაწილების საკითხის შეთანხმებასთან დაკავშირებით გაუარესებული ნიშნების გამო. კონკრეტულად, საკონსტიტუცი საკითხებზე შეუთანხმებლობას და  პრეზიდენტის მიერ პარლამენტში ყოვლეწლიური მოხსენებით გამოსვლის საკითხის ღია კონფრონტაციად ქცევის გამო. კანონმდებლებს “ნაციონალური მოძრაობიდან”  თავს დაესხნენ პრეზიდენტის გამოსვლის ადგილზე შეკრებილი დემონსტრანტები.

 

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალი დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა პოლიტიკურ აქტორს და ინსტიტუტს საქართველოში ექცეოდნენ პატივისცემით ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების შესაბამისად” 

 

ქეთრინ ეშტონი და შტეფან ფულე ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ თავი შეიკავონ სახელმწიფო ინსტიტუტების და პოლიტიკური პროცესების პარტიული მიზნებით გამოყენებისგან. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისარი ღრმა შეშფოთება ს გამოთქვამენ ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარი ძალადობრივი მოვლენების გამო და მოუწოდებენ ყველა პარტიას იმოქმედონ პასუხისმგებლობით და თავის შეიკავონ ძალადობისგან. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი