ახალი ამბები

მელორ ვაჩნაძე: უგულავა იგინებოდა, დარჩიაშვილმა ხელი დაარტყა აქციის მონაწილეს

9 თებერვალი, 2013 • • 1049
მელორ ვაჩნაძე: უგულავა იგინებოდა, დარჩიაშვილმა ხელი დაარტყა აქციის მონაწილეს

“სასამართლოს შევაფასებთ მეტ–ნაკლებად ობიექტურად. რაც შეეხებათ სამართალდამცავებს, ფრიად გაკვირვებული ვარ. რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, არ ვყოფილვარ დაპატიმრებული ადმინისტრაციული წესით. ადრე დიდი გამოცდილება მქონდა. სამართალდამცავები ძალიან კორექტულები იყვნენ” – ეს კომენტარი მელორ ვაჩნაძემ სასამაღთლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

სასამართლო
სასამართლო

მისი თქმით, სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების შესაფარდებლად ვერანაირი მიზეზი ვერ მოძებნა:

 

“გუშინ აცხადებდნენ, რომ ვიყავით კრიმინალები, ხულიგნები. რეალურად არ ჰქონდათ არანაირი სამხილი იმისა, რომ მე და  მიხეილ მესხი ჩავდიოდით კანონდარღვევას ან ჩვენს ქმედებებში იყო  ხულიგნობის ან ვინმეზე თავდასხმის ფაქტები. სასამართლომ გვცნო დამნაშავედ ყვირილზე და გარკვეულ შეურაცხჰოფებზე. ნერვიული ფონი იყო. გიგი უგულავა გამოდიოდა იგინებოდა. დავით დარჩიაშვილმა ხელი გაარტყა მომიტინგეებს. ამ ალიაქოთში იყო ჩვენგანაც გადაცდენა” – განაცხადა მელორ ვაჩნაძემ. 

 

მისი განცხადებით, რაც დღეს მოხდა ეს იმას ნიშნავს, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ არსებობს, რადგან ის გაათავისუფლეს ერთი თვის წინ, როგორც პოლიტპატიმარი  და დღეს პასუხს აგებს კანონის წინაშე: “ჩვენ არ შევწყვიტავთ ბრძოლას, ვიბრძოლებთ ყველგან სადაც კი სამართალი ირღვევა. მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას ყოველთვის გავაპროტესტებთ. იმედს ვიქონიებთ, რომ ასევე დაისჯება გიგი უგულავა და დავით დარჩიაშვილი. ის რიგი პარლამენტარები თუ მთავრობის წევრები, რომლებიც იწვევდნენ ხალხში მღელვარებას და პროვოკაციას.მე ვიბრძოლებ იმისთვის რომ დარჩიაშვილმა და  უგულავამ პასუხი აგონ სასამართლოს წინაშე.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი