ახალი ამბები

რატიანი: გამოძიებასთან ვითანამშრომლებთ, რათა დამკვეთი დაისაჯოს

9 თებერვალი, 2013 • • 1115
რატიანი: გამოძიებასთან ვითანამშრომლებთ, რათა დამკვეთი დაისაჯოს

“მოგახსენებთ, რომ დღეს დილით დამირეკა გამომძიებელმა და დამიბარეს განყოფილებაში, ჩვენ ვუთხარით და მინდა განვაცხადო, რომ  მზად ვართ თანამშრომლობისათვის , როგორც ვიცი გამომძიებელი მოვა აქ 3 –ის ნახევარზე, მაგრამ უნდა ვთქვათ ერთი რამ.  ჩვენ  ამ ადამიანებთან, ვინც გუშინ იქ იყო და ჩადიოდა ასე ვთქვათ დანაშაულს, ჩხუბობდა, ამათთან კი არ გვაქვს პრეტენზია. ჩვენ პრეტენზია გვაქვს დამკვეთებთან ეს ადამიანები არიან გარკვეული პოლიტიკის მსხვერპლი.  ეს არის იგივე მოვლენები დაახლოებით, როდესაც 90–იანებში “მხედრიონში” მიდიოდნენ ბიჭები, მიდიოდნენ, ზოგი პატრიოტული გულით, ზოგი არ ვიცი სხვა რაღაცით და შემდეგ “მხედრიონი” ჩდიოდა დანაშულებებს, საშინელებებს. შემდეგ  ეს ადამიანები ერთმანეთს ხოცავდნენ, მათ ხოცავდნენ და მერე შევარდნაძის პოლიციამ ეს ხალხი ზოგი გაანადგურა… ეს ხალხი არის მსხვერპლი. ჩვენ მათთან არ გვაქვს პრეტენზია, ჩვენ ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან იმისათვის, რომ დავადგინოთ დამკვეთი და ის დაისაჯოს ამისთვის” 

 

მისივე თქიმით განცხადება, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინ გააკეთა პირდაპირი  მოწოდება იყო კიდევ ერთი ძალადობისკენ:

 

“რადგან მან თქვა, რომ არავინ არის დამნაშავე, დამნაშავეა უგულავა და სხვა… ეს არის უპასუხისმგებლობა. ჩვენ ვბრუნდებით 90–იან წლებში, როდესაც არავინ არ იყო დამნაშავე. თქვენ ვერ გაიხსენებთ ახლა იმაზე რაც 90–იანებში ხდებოდა ვინ არის პასუხისმგებელი, ვინ იყო. არავინ, მაგრამ ხდებოდა საშინელებები. აი ეს პოლიტიკა ბრუნდება საქართველოში”– განაცხადა სერგო რატიანმა 

მასალების გადაბეჭდვის წესი