გამოკითხულთა 48% ფიქრობს, რომ საქართველოს მომავალზე დიდი გავლენა აქვს აშშ-ს, 45%-ის აზრით – რუსეთს, 42%-ის აზრით – ევროკავშირს.
ამასთან, გამოკითხულთა 51% ფიქრობს, რომ ევროკავშირი დადებით გავლენას ახდენს, 47% ფიქრობს, რომ დადებითი გავლენა აქვს აშშ-ს, მხოლოდ 15% აფასებს დადებითად რუსეთის გავლენას.
ასეთი შედეგები აჩვენა კვლევამ, რომლის პრეზენტაცია დღეს, 12 მაისს გამართეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ.
კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.