ახალი ამბები

დონაძე: საზოგადოება რობაქიძის საქმეზე გაიგებს სიმართლეს

9 თებერვალი, 2013 • • 2034
დონაძე: საზოგადოება რობაქიძის საქმეზე გაიგებს სიმართლეს

“მე მივატოვე ჩემი პირადი საქმეები, სასწრაფო წესით წამოვედი, არ ვაპირებ დავემალო გამოძიებას. ვაპირებ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას. ვაპირებ თანამშრომლობას. არსად არ გავქცეულვარ. ბოლო პერიოდში არაერთხელ დავაფიქსირე ეს პოზიცია. ბრალის დეტალები ჯერ ბოლომდე არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის რომ პროკურატურამ წამიყენა ბრალი და ვდებ პირობას, რომ ვითანამშრომლებ  გამოძიებასთან. არანაირ კითხვაზე პასუხს გაუცემელს არ დავტოვებ. ვდებ იმის პირობასრომ ვეცდები დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა. დარწმუნებული ვარ ჩემს უდანაშაულობაში, ერთხელ და სამუდამოდ ვდებ პირობას, რომ საზოგადოება ამ საქმესთან დაკავშირებით, გაიგებს სრულ სიმართლეს”– განაცხადა გურამ დონაძემ “რუსთავი2″–ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

დონაძემ ასევე განაცხადა, რომ რობაქიძის საქმეში, ბევრი ახალი დეტალი გაირკვევა: “მე დარწმუნებული ვარ რომ ვარ უდანაშაულო და არანაირ დანაშაულში მონაწილეობა მიღებული არ მაქვს. გამოძიებასთან თანამშრომლობის შემდეგ, ბევრი რამ ახალი გაირკვევა. რუსთავი 2 –ის არქივში არის კადრები და სანამ მე ვინმეს დავასახელებ იქ ჩანს ვინ არის. იქ არიან მოქმედი მაღალჩინოსნებიც”.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი პრესსამსახურის ხელმძღვანელი გურამ დონაძე, სამართალდამცავებმა გიან ღამით თურქეთი–საქართვლოს სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ დააკავეს.

 

გურამ დონაძის ადვოკატის კახა შონიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თურქეთიდან საქართველოში სახმელეთო გზით დაბრუნდა: “როგორც კი გაიგო გურამმა ბრალდების შესახებ, წუხელ სამ საათზე ჩამოვიდა თურქეთიდან და მანქანით შემოვიდა სარფიდან. ვინაიდან ბრალი დაუსწრებლად ჰქონდა წაყენებული დააკავეს და მოდულის იზოლატორში იმყოფება. ეს იყო მისი ნებაყოფილობითი გადაწყვეტილება და სამართალდამცავებს მისი ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ.”

 

ადვოკატის ინფორმაციით, დღეს 12 საათზე გურამ დონაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძინება განხორციელდება.

 

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილ ხელძმღვანელს, გურამ დონაძეს პროკურატურამ ბრალი ორი დღის წინ  სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით წაუყენა. 

 

აღნიშნული მუხლით დონაძეს ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი