ახალი ამბები

შსს: “ნაციონალურმა მოძრაობის” წევრებმა უარი თქვეს კორიდორების გამოყენებაზე

9 თებერვალი, 2013 • • 992
შსს: “ნაციონალურმა მოძრაობის” წევრებმა უარი თქვეს კორიდორების გამოყენებაზე

“გუშინ დაგეგმილი იყო, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობიდან. ვინაიდან ბიბლიოეკის ცენტრალურ შესასვლელთან იყო ხალხის დიდი რაოდენობა, შესასვლელთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, ცენტალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, დედაქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს  თაამშრომლები. ჩვენი სამთავრობო დაცვის სამსახურს შევთავაზეთ, ორი ალტერნატიული გზა, შენობაში შესასვლელად. ორი კორიდორი ორგანიზებული იყო ფურცელაძის ქუჩიდან. საიდანაც მსურვლებს თავისუფლად შეეძლოთ შესვლა. მეორე კორიდორი კი იყო ჯორჯაძის ქუჩიდან გუდიაშვილის ქუჩის გავლით მიმდებარე შესასვლელთან. ჩვენი შეთავაზების მიუხეადვად, რომ მათ ესარგებლათ ალტერნატიული შესასვლელებით, მათგან მივიღეთ პასუხად უარი” – განაცხადა ლაშა ჯოხაძემ.

სტუდენტების აქცია ფილარმონიასთან. პოლიცია. 24.09.2012/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
სტუდენტების აქცია ფილარმონიასთან. პოლიცია. 24.09.2012/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

მისი განცხადებით, პირველი შეხლა–შემოხლა გამოიწვია მოქალაქე თენგის გუნავას შესვლამ საჯარო ბიბლიოთეკის ცენტრალური შესასვლელიდან:”მან არ ისარგებლა არც ერთი ჩვენგან შეთავაზებული შესასვლელით. აგრეთვე ქალაქის მერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა, არ ისარგებლეს ჩვენ მიერ შეთავაზებული შესასვლელით. რამაც გამოიწვია შეხლა–შემოხლა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დაკავებულია რამდენიმე პირი.” 

 

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 8 იანვარს გუდიაშვილის ქუჩაზე ყოფილი პოლიტპატიმრების ჯგუფი იყო მობილიზებული. ისისნი საჯარო ბიბლიოთეკაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წლიური ანგარიშით გამოსვლას აპროტესტებდნენ.  მომხდარი ინციდენტის შედეგად ნაცემია ქალაქის მერი გიგი უგულავა და პარლამენტარი ჩიორა თაქთაქიშვილი. 

 

შსს ამ საქმეზე გამოძიებას აწარმოებს. ამ დროისათვის დაკითხულია 10 ადამინი და დაკავებულია 3 პიროვნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი