დღეს, 11 მაისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეები დაინიშნა. მათ შორის რამდენიმე მოსამართლე, რომლებიც უზენაესი ან საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები იყვნენ, სამუდამო ვადით დაინიშნენ.
ჟურნალისტები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა საბჭოს არც ერთ წევრს მათთან კომენტარი არ გაუკეთებია. სხდომის დასრულების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს თავმჯდომარის კომენტარს ველოდით, პრესსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ნინო გვენეტაძე უკვე წავიდა.
კენჭისყრის ეტაპზე გადასული 77 კანდიდატიდან სხვადასხვა რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე იუსტიციის საბჭომ სულ 64 კანდიდატი განამწესა.
დანიშნული კანდიდატებიდან 6 იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი მსმენელია, 4 – უზენაესი სასამართლოს ყოფილი და მოქმედი მოსამართლე, 1 – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, 27 არის რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე და 26 არის მოქმედი მოსამართლე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
ილონა თოდუა იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი 2013-2017 წლებში. 2007-2010 წლებში – საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2010-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
მერაბ ლომიძემ დაასრულა მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა და იგი კვლავ მოსამართლედ დაინიშნა. 2007-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2012- 2017 წლებში – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
ჩინჩალაძე, როგორც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, დღეს საბჭომ მოსამართლედ უვადოდ დანიშნა.
2007-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2007 წლიდან დღემდე კი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ასევე იყო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარე.
ამ ბმულზე წაიკითხეთ ვრცლად, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები მიხეილ ჩინჩალაძის უვადოდ დანიშვნას.
მარიამ ცისკაძეც უვადოდ დაინიშნა სააპელაციო სასამართლოში. იგი 1999-2009 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. იუსტიციის საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ცისკაძე 2007 წლიდან ეწევა პედაგოგიურ, ხოლო 2010 წლიდან საადვოკატო საქმიანობას.
თეა ძმისტარაშვილს დასრულებული აქვს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა. იგი 2007-2011 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ და მცხეთის რაიონულ სასამართლოებში, 2011-2017 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
ირაკლი ბონდარენკო სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა. იგი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დაინიშნა. 2009-2011 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. ხოლო 2011 წლიდან დღემდე არის სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
თამარ ზამბახიძეს დასრულებული აქვს 10-წლიანი ვადა. 2005-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2007-2017 წლებში -თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ოთარ სიჭინავა მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. იგი 2005-2006 წლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, ხოლო 2006-2016 წლებში – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.
გელა ქირია მოსამართლედ 1999 წლიდან მუშაობს. 1999-2005 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე. 2006-2008 წლებში – გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2008-2012 წლებში უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. 2012-2015 წლებში იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. 2015 წლიდან დღემდე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მურმან ისაევი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა და შესაბამისად, თანამდებობაზე უვადოდ გაამწესეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 1985-2006 წლებში იყო. 2007-2016 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. 2016 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსულტანტის თანამდებობაზე
რევაზ ნადარაია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრია. 2009-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. 2016 წლის დღემდე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე.
შორენა ყაველაშვილი სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ კოლეგიაში იყო. იგი 2009-2013 წლებში უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ, დედოფლისწყაროს რაიონულ და სიღნაღის რაიონულ სასამართლოებში. 2013 წლიდან დღემდე კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
გოჩა აბუსერიძე მოსამართლედ 2009 წელს დაინიშნა. 2009-2012 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2012 წლიდან დღემდე არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2013 წლიდან- ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
ლაურა მიქავა მოსამართლედ 2011 წელს დაინიშნა. 2011-2012 წლებში იყო წალენჯიხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2012 წლიდან დღემდე არის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
თამარ სვანიძე მოსამართლედ 1999 წლიდან მუშაობს. 1999-2009 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე. 2009-2010 წლებში – წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2010-2012 წელს იყო გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2012 წლიდან დღემდე არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მარინა სირაძე მოსამართლედ 1999 წლიდან მუშაობს. იგი 1999-2009 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2009 წელს – ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2009-2012 წლებში იყო გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2012 წლიდან დღემდე არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
ლეილა გოგიშვილს მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ აქვს. ის 2015-2016 წლებში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი იყო. მანამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა.
ნანა დარასელია 2007-2010 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2010 წლიდან დღემდე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
ვახილ მშვენიერაძე 2008 წლიდან დღემდე არის მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე და 2012 წლიდან – ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
ივანე ღლონტი 2004-2012 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2012 წლიდან დღემდე არის ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
თამარ ხაჟომია 2012 წლიდან დღემდე იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძებო და წინასასამართლო საქმეთა კოლეგია
დალი მეტრეველი 2003-2006 წლებში იყო გაგრის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2006-2016 წლებში – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
ქეთევან ჯაჭვაძემ დაასრულა მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა. 2007-2009 წლებში იყო გალის რაიონული და გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2009-2011 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში. 2011 წლიდან დღემდე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
თეა ბერაია 2004-2007 წლებში მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოში თავდაპირველად სხდომის მდივნის, ხოლო შემდეგ მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე. 2007-2017 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
ვერა დობორჯგინიძე მოსამართლედ პირველად დაინიშნა. იგი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი იყო, ასვეე ჰქონდა ადვოკატის კარიერა.
ეკა ზარნაძემ დაასრულა მოსამარღლეობის 10-წლიანი ვადა. ის 2007 წლიდან დღემდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
ნინო მამულაშვილი მოსამარღლის თანამდებობაზე პირველად ინიშნება. იგი 2012-2015 წლებში მუშაობდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ამჟამად არის ამავე სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი.
ზაალ მარუაშვილი 2003-2006 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე. 2006-2010 წლებში ირიცხებოდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში. 2010 წლიდან დღემდე არის შპს „შოთა და კომპანიის“ იურისტი.
მაია სვიანაძე 2009-2012 წლებში იყო საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2012 წლიდან დღემდე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
ცისანა სირბილაძე 2006-2012 წლებში იყო საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2012-2016 წლებში – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2016 წლიდან – თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრი.
ლილი ტყემალაძე 2007-2009 წლებში იყო სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2009-2012 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2012-2017 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
ლაშა ქოჩიაშვილი 2007-2009 წლებში უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ, ბორჯომის რაიონულ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში. 2009 წლიდან დღემდე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
სოსო ღურწკაია 2007-2010 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2011-2017 წლებში – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
ანა ჩოგოვაძე 2007-2012 წლებში იყო სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2012-2015 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში. 2015-2017 წლებში კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო.
შორენა ჯანხოთელი 2007-2017 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
ნინო ელიეშვილი 2007-2017 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო.
მოსამართლეოის 10-წლიანი ვადა დაასრულა და ხელახლა დაინიშნა ბადრი კოჭლამაზიშვილიც – 2007-2017 წლებში იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო.
დავით მგელიაშვილი 2007-2010 წლებში იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2008-2010 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში.2010-2013 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2013 წლიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ლელა ნოზაძე 2007 წლიდან დღემდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
გიორგი ქაშაკაშვილი 2009-2013 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2013 წლიდან დღემდე კი – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
ლაშა ჩხიკვაძე 2007-2013 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მარნეულის რაიონულ, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში. 2013-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
თამარ ბეჟანიშვილი 2007-2009 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2009-2011 წლებში იყოს ყვარლის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2011-2012 წლებში – სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2012 წლიდან კი – ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
ლევან გელოვანი მოსამართლის თანამდებობაზე პირველად დაინიშნა. იგი 2007-2009 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2007 წლიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხვადასხვა თანამდებობებზე, ბოლოს იყო მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი. გელოვანი 2016 წლის 28 ივლისიდან დღემდე იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს წევრი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში
მალხაზ ჩუბინიძე 2005-2007 წლებში იყო ჭიათურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2007-2013 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა საჩხერის რაიონული სასამართლოში. 2013-2015 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლე ონის მუნიციპალიტეტში
ლეილა გურგუჩიანი 1991-2011 წლებში იყო ცაგერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2011-2012 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. 2012 წლიდან დღემდე კი – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლე იყო.
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
არარატ ესოიანი 2006-2016 წლებში იყო ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და 2007 წლიდან ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში
ანაიტ ოგანესიანი 2006-2007 წლებში იყო ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2007-2016 წლებში კი- ახალქალაქის რაინული სასამართლოს მოსამართლე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლე ბორჯომის მუნიციპალიტეტში
ლუიზა თოდუა 2009 წლიდან დღემდე იყო ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
ბოლნისის რაიონული სასამართლო
ჯემალ კოპალიანი 2005-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2016 წლიდან დღემდე კი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრი.
გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
ნინო გერგაული 2006-2016 წლებში გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო.
გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
ნიკოლოზ მარსაგიშვილი 2008 წლის ნოემბრიდან დღემდე გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე იყო.
გორის რაიონული სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლე კასპის მუნიციპალიტეტში
დავით პაპუაშვილი 2007 წელს იყო კასპის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2007-2017 წლებში – გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში
შოთა ნიკურაძე 2007 წელს იყო ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2007-2010 წლებში იყო ტყიბულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2010-2012 წლებში ირიცხებოდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში. 2012 წლიდან დღემდე არის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და 2015 წლიდან თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
თელავის რაიონული სასამართლო
თამარ კაპანაძე მოსამართლედ პირველად დაინიშნა. 2015-2016 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2016 წლიდან დღემდე ეწევა საადვოკატო საქმიანობას. 2016 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი.
მამუკა წიკლაური 2007-2011 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა რუსთავის საქალაქო და მარნეულის რაიონულ სასამართლოებში. 2012 წლიდან დღემდე არის თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მაია ოშხარელი მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. 2006-2016 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. 2016 წლიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იყო საერთო განყოფილების მთავარი კონსულტანტი. 2008 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.
მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლე დუშეთის მუნიციპალიტეტში
დავით ახალბედაშვილი 2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2011 წლიდან დღემდე იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
ციცინო როხვაძე 2011-2012 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2013 წლიდან დღემდე კი- თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
დიანა გოგატაშვილი 2006-2008 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2008-2016 წლებში – მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2016 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მურთაზ კაპანაძე 2006-2016 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
სენაკის რაიონული სასამართლო
ლევან ნუცუბიძე 2007-2009 წლებში იყო ქობულეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2009-2012 წლებში – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. 2012 წლიდან დღემდე არის სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
ხაშურის რაიონული სასამართლო
ლალი ბესტავაშვილი 2006-2016 წლებში იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
მევლუდ ხათაშვილი 2007-2017 წლებში იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლე ქედის მუნიციპალიტეტში
დავით გელაშვილი 2007-2009 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2010-2011 წლებში – ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2011-2012 წლებში იყო მესტიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2012 წლის აგვისტოდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით იყო წალენჯიხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. 2012 წლიდან დღემდე კი- ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.