შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ნინო გიორგობიანის ცნობით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩართვის აპარატურა პოლიციამ შეაჩერა, სიმართლეს არ შეესაბამება.
დეპუტატ ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვეღარ უზრუნველყოფს პირდაპირ სატელევიზიო ტრანსლაციას, რადგან მათი ჩართვის მანქანები პოლიციას ჰყავს გაჩერებული. მისი თქმით, ტელეკომპანიებს თავად მოუწევთ პირდაპირი ჩართვის ორგანიზება.
ამჟამად ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ ჩართვის მანქანები მივიდნენ უკვე რეზედენციაში და პრეზიდენტის გამოსვლა 20 წუთში დაიწყება.
პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა ავლაბრის რეზიდენციაში 20.00 საათზე უნდა დაწყებულიყო.
ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტის გამოსვლა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არეულობის შემდეგ გადაწყდა.
