დეპუტატ ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვეღარ უზრუნველყოფს პირდაპირ სატელევიზიო ტრანსლაციას, რადგან მათი ჩართვის მანქანები პოლიციას ჰყავს გაჩერებული. მისი თქმით, ტელეკომპანიებს თავად მოუწევთ პირდაპირი ჩართვის ორგანიზება.
ნეტგაზეთის კორესპონდენტი ავლაბრის რეზიდენციიდან იუწყება, რომ ტელეკომპანიები ამჟამად აგვარებენ ტექნიკურ საკითხებს და პრეზიდენტის გამოსვლა შემდეგ დაიწყება.
პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა ავლაბრის რეზიდენციაში 20.00 საათზე უნდა დაწყებულიყო.
ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტის გამოსვლა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არეულობის შემდეგ გადაწყდა.