ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხეთის ტელევიზიის თანამშრომელს ესროლეს

11 მაისი, 2017 • 3375
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხეთის ტელევიზიის თანამშრომელს ესროლეს

სომხური მხარის ცნობით, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მომუშავე სომხეთის ტელევიზიის, “shanttv”-ს ოპერატორს, დავით ატოიანს აზერბაიჯანული სამხედრო პოზიციებიდან ესროლეს. დაჭრილი ყარაბაღის სამედიცინო დაწესებულებაშია ჰოსპიტალიზებული, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს.

გამოცემა “კავკაზსკი უზელის” ცნობით, სომხური ტელევიზიის ავტომობილი, სადაც გადამღები ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მსხვილკალიბრიანი იარაღით დაცხრილეს.

ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ან განცხადება აზერბაიჯანულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი