პოლიტიკური პარტია “თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის თქმით, ისინი არანაირ აქციას არ ატარებენ:
“ჩვენ არავითარ აქციებს არ ვატარებთ, არც მიტინგებს და არც აქციებს, ეს არის ღირსების შეკრება. სააკაშვილი არის თვითმარქვია პრეზიდენტი და იგი უნდა დასრულდეს.”
შეგახსენებთ, რომ “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” პრეზიდენტის წინააღმდეგ რამდენიმე თვეა აწარმოებს კამპანიას. მათი თქმით, სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით მილიონნახევარი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს.








