ახალი ამბები

მზის ენერგიის სახურავები სახლებისთვის “ტესლასგან”

11 მაისი, 2017 •
მზის ენერგიის სახურავები სახლებისთვის “ტესლასგან”

ილონ მასკი ამბობს, რომ 2017 წელს “ტესლა” მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდამქმნელ სახურავებს გამოუშვებს, რომლებიც სხვა ტიპის სახურავებთან შედარებით იაფი იქნება და სამუდამო გარანტია ექნება.

ამის შესახებ ილონ მასკმა გუშინ, 10 მაისს, საღამოს განაცხადა.

ილონ მასკმა ტვიტერში გამოაქვეყნა ცნობა, რომ მზის სახურავების შეძენა თითქმის ყველა ქვეყანაში იქნება შესაძლებელი. მასკის ცნობით, 2017 წლის ბოლოს მისი მიღება ამერიკაში გახდება შესაძლებელი, ხოლო მომდევნო წელს – მის საზღვრებს გარეთ.

“მზის სახურავები მზის სინათლეს ელექტროენერგიად გარდაქმნის. ინტეგრირებულ ბატარეებში ენერგია დაგროვდება მთელი დღის განმავლობაში და ნებისმიერ დროს გამოიყენებთ”, – წერია “ტესლას” საიტზე.

“ტესლას” მიხედვით, მინის გამაგრებული ფილები სამჯერ უფრო გამძლეა, ვიდრე სახურავის სტანდარტული ფილები. ელექტროენერგიის ღირებულება დამოკიდებულია ელექტროენერგიის ფასზე, რომელსაც იხდით. მზის სახურავის მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ  შესაძლებელია30 წლის განმავლობაში გადააჭარბოს სახურავის ღირებულებას.

“ტესლას” მიხედვით, თქვენი შესაძლებლობა, რეალიზება რომ გაუკეთოთ მთლიან ღირებულებას, დამოკიდებულია თქვენი სახლის ელექტროენერგიის გამოყენებაზე, ენერგიის დაგროვების ოდენობაზე და კომუნალურ რეგულაციებზე, რაც თქვენს ქვეყანაშია დაწესებული.

სახურავის მიახლოებითი ფასის გამოთვლა მასალის, დამონტაჟებისა და ძველი სახურავის მოხსნის ხარჯების მიხედვითაა შესაძლებელი. მზის პანელების სახურავის ფასი დამოკიდებულია თქვენი სახლის სახურავის საშუალო მეტრაჟზე.

“ტესლა” გირჩევთ, რომ მზის ყველა პანელი დამონტაჟდეს ბატარეით, რათა უფრო მეტი ებერგიის გამომუშავებისა და გამოყენების შესაძლებლობა გქონდეთ.

მზის პანელები ტესლასგან. ფოტო: tesla.com

მასალების გადაბეჭდვის წესი