ახალი ამბები

შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილი სააკაშვილთან ალიანსშია

8 თებერვალი, 2013 •
შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილი სააკაშვილთან ალიანსშია

ამის შესახებ მან ტელეკომპანია “მესტროში” ნინო ჟიჟილაშვილის თოქ–შოუში განაცხადა. 

“ჩვენ გვქონდა  მორატორიუმის 100 დღე, ხოლო ივანიშვილს- სიცრუის 100 დღე.  დღეს მოვუწოდეთ ივანიშვილს და სააკაშვილს, რომ უაზრო პოლემიკას, ბულბულის და სუმბულის გაბაასების მსგავსს თავი დაანებონ. ივანიშვილმა დაიწყოს რეალური იმპიჩმენტი პრეზიდენტის” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.   

მისი თქმით, სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა ჩაიშალა და ამის დაწყებაზე უარი განაცხადა ივანიშვილმა:” დებატებიც ვერ გაბედეს პრეზიდენტთან, დებატების სურვილიც არ გამოთქვეს და  შესანიშნავი ვარიანტი, ემხილებინათ პრეზიდენტი საკუთარ ცოდვებში, გაუშვეს ხელიდან. სააკაშვილი – ივანიშვილის ალაინსს ადასტურებს ის, რომ არჩევიდან რამდენიმე კვიარში ივანიშვილმა უარი განაცხადა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე. რასაც ის შეპირდა მოსახლეობას. მან უთხრა ადამიანებს, რომ მათი გამარჯვება იქნებიდა სააკაშვილის პოლიტიკური დასასრული. სააკაშვილი კვლავ არის სახელმწიფოს მეთაური. ის იმ დონეზე გათამამადა, რომ ოპოზიციონერობას ითავსებს. გავლენა და ძალაუფლება იგივე აქვს. სასამართლო და დიპლომატიური კორპუსი მისი დანიშნულია. ადგილობრივი თვითმმართველობა და მათ შორის გუბერნატორები მის ხელშია. ამ ორ ლიდერს აქვს საერთო ბიზნესი და საერთო ფინანასური ინტერესები ჩვენს ქვეყანასთან და ჯიბესთან.” 

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, სააკაშვილის და ივანიშვილის ალიანსს ისიც ადასტურებს, რომ ახალმა მთავრობამ ყოფილი ჩინოვნიკების ვერც ერთი საქმე ვერ გახსნა: “თუ გინახავთ გახსნილი საქმეები, სად გადაინახეს ყოფილმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ფული, რომელ ოფშორულ კუნძულებზე. რომელი საქმე იქნა გამოძიებული და თუ დაუბრუნდა ხალხს წართმეული ქონება. სამ თვეში პოზიტივი არის მხოლოდ ის, რომ მოახერხეს თავიანთი ნათესავების დასაქმება.” 

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის პროგნოზით,  თუ ასე გააგრძელა ივანიშვილმა, ის ძალინ მალე დაკარგავს ხელისუფლებას:”მისი რეზიდენცია დაიშლება ხუხულასავით და მის გრუხუნს გავიგებთ. დაკარგავს პრემიერობას და იმ მილიარდებსაც, რომელიც მოიპოვა გაურკვეველი გზებით.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი