ახალი ამბები

დონაძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო წაუყენეს

7 თებერვალი, 2013 •
დონაძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო წაუყენეს

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილ ხელძმღვანელს, გურამ დონაძეს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით წაუყენა. 


აღნიშნული მუხლით დონაძეს ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. 

 

პროკურატურაში ბრალის წაყენების პროცედურა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

 

პროკურატურა დამატებითი დეტალების შესახებ ჯერ არ საუბრობს. 

 

როგორც დონაძის ადვოკატი კახა შონია აცხადებს, გურამ დონაძე ამჟამად პირად საქმეებზე საზღვარგარეთ იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი