როგორც გურამ ოდიაშიამ თქვა, კულტურის სამინისტრო იუნესკოს დახმარებით აპირებს მოლაპარაკებას აფხაზეთში სამი ტაძრის აღდგენის საკითხზე.
“ილორის, მოქვისა და ბედიის ტაძრები უნიკალური არქიტექტურული და კულტურული ძეგლებია. ეს მნიშვნელოვანი ფასეულობაა არა მხოლოდ ქართველი, არამედ აფხაზი ხალხისთვისაც. ილორის ტაძარი ერთხელ უკვე შეაკეთეს, მაგრამ შედეგებით თავად აფხაზებიც უკმაყოფილონი არიან და ამ საქმეს უბრუნდებიან. საქართველოს მხოლოდ იმის საშუალება აქვს, რომ პროცესში ჩართოს იუნესკოს ექსპერტები და ვფიქრობ, ამ მიმართულებით კულტურის სამინისტრო იმოქმედებს”, – განაცხადა სახელმწოფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხში პაატა ზაქარეიშვილი.
როგორც ზაქარეიშვილის უწყება აცხადებს, მედიით გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ილორის, მოქვისა და ბედიის ტაძრების რეკონსტრუქციას გეგმავს.
“დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, ისტორული ძეგლების რეკონსტრუქცია და აღდგენა აუცილებელია. შესაძლებელია, ძეგლების აღდგენის საკითხზე აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს სხდომაც გაიმართოს.”