“დღეს არის მეათე დღე, რაც ფასდაკლების აქცია წამოვიწყეთ. მცირე კორექტირების შეტანა მოგვიწია იმიტომ, რომ ბოლი დღეებში ფასის მკვეთრი ზრდა არის ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ბაზარზე. თუ მოვახდენთ კალკულაციას, ეს დაახლოებით 20- თეთრიანი ზრდაა. ჩვენ 5 თეთრით მოვუმატეთ ფასი. მიუხედავად იმისა, რომ ფასი გავზარდეთ, ბაზარზე მაინც ყველაზე დაბალ ნიშნულს ვინარჩუნებთ ყველა მსხვილ ნავთობკომპანიას შორის. რეგულარი ჩვენს ქსელში დღეს 2 ლარი ღირს.”
განახლებული მონაცემებით, “ლუკოილის” სადისტრიბუციო ქსელში „ევრო სუპერის” მარკის ბენზინი – 2,22 ლარი ღირს, „პრემიუმ ავანგარდის” მარკის ბენზინი – 2,15 ლარი, ევრორეგულარი – 2,00 ლარი, ევროდიზელი – 2,17 ლარი.
“ლუკოილმა” 2012 წლის 29 იანვრიდან ევრორეგულარის მარკის საწვავი საცალო ქსელში 1,95 ლარად გამოიტანა. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ შავლეგ მშველიძემ მაშინ განაცხადა, რომ კომპანიამ აქცია წამოიწყო:
“აქციას ჰქვია სადღესასწაულო განწყობის გახანგრძლივება, ეს თვე გახლავთ დატვირთული დღესასწაულებით და თვის ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ფასდაკლების აქცია შეგვეთავაზებინა “ლუკოილის” ყველა მომხმარებლისათვის. 29 იანვარს 7–10 თეთრით დავაკელით ფასი ყველა სახის პროდუქციას.”
დავით მშველიძე მაშინ განმარტავდა, რომ საწვავის ფასის აქცია ნიშნავს იმას, რომ ის გარკვეული პერიოდის შემდეგ დასრულდება.
როგორც ირკვევა, ლუკოილის ფასდაკლების აქციამ მხოლოდ 9 დღეს გასტანა და დღეს ისევ გაძვირდა.
ნავთობპროდუქტების ბაზრის სხვა მოთამაშეებს- „გალფს”, „სოკარს”, „ვისოლს” და “რომპეტროლს” საწვავის ფასების ცვლილება არ განუხორციელებიათ.