ახალი ამბები

თამარა გაჩეჩილაძის ლოცვა ევროვიზიის კონკურსზე გამოსვლამდე [ვიდეო]

10 მაისი, 2017 • 77742
თამარა გაჩეჩილაძის ლოცვა ევროვიზიის კონკურსზე  გამოსვლამდე [ვიდეო]

ევროფესტივალის ქართველი მონაწილე თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith მაყურებლის წინაშე დღეს, 9 მაისს, პირველ ნახევარფინალურ საღამოზე მე-2 ნომრად წარდგა. თუმცა კონკურსზე გამოსვლამდე ილოცა და შესაბამისი ვიდეო “ინსტაგრამზე” თვითონვე განათავსა.

 

Update: საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერ გავიდა. მეტი დეტალი წაიკითხეთ აქ.

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალური ტურის  პირდაპირი ტრანსლირება კიევიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე 23:00 საათიდან დაიწყო. 18 კონკურსანტიდან 10 რჩეულ შემსრულებელი მაყურებელმა და ჟიურიმ ერთობლივად  გამოავლინეს.   მეორე ნახევარფინალი 11 მაისს გაიმართება. ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი კი 13 მაისს ჩატარდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი