“ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა,” – ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევას.
მისივე თქმით, ომბუდსმენის ოფისი 4 წელია მოითხოვს შრომის ინსპექციის შექმნას.
“უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო,” – ამბობს ნანუაშვილი.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის, ილია ლეჟავას განცხადებით, დაღუპულია ოთხივე მუშა, რომლებიც დღეს ტყიბულის მაღაროს სატვირთო ლიფტის შახტში ჩავარდნენ.
ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.